Home » მედიცინა » “კამელინი” – სახსრების დაავადებების სამკურნალოდ

“კამელინი” – სახსრების დაავადებების სამკურნალოდ

„კამელინით“ მკურნალობის ეფექტურობა და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

გვესაუბრება ბალნეოლოგიური კურორტის,  საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის ს/პ ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, პროფესორი თამარ ჩილინგარიშვილი:

–ჩვენი ცენტრისა და კომპანია “კამელინის” ერთობლივი მსჯელობის შედეგად დაიბადა აზრი, გამოგვეკვლია პრეპარატ “კამელინის” ჩვენებები ოსტეოართრიტის (მათ შორის გართულებული ფორმების – რეაქტიული სინოვიტის, სასახსრე აბგების, ბეიკერის ცისტის, ტენდოვაგინიტის, ბურსიტების) და ხერხემლის ოსტეოქონდროზის (მათ შორის ფესვობრივი სინდრომით) დროს. მოგეხსენებათ, აღნიშნული დაავადებები ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში და, სამწუხაროდ, გაახალგაზრდავდა. ამიტომ ამ პათოლოგიასთან ბრძოლას უკვე სოციალური მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მკურნალობის ახალ–ახალი მეთოდების შემუშავება, რაშიც დიდი როლი ეთმობა ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით მკურნალობას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია ბუნებრივი – საკურორტო და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით მკურნალობაზე.

რადგან “კამელინი” ბუნებრივი პრეპარატია, გადაწყვიტეთ, ოსტეოართრიტის და ოსტეოქონდროზის მკურნალობაში ფიზიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად ჩაგვერთო “კამელინი მ1” ხსნარის ელექტროფორეზი და “კამელინ მ 3” მალამოს ულტრაფონოფორეზი.

ყველა პაციენტს უტარდებოდა დიაგნოზის დამადასტურებელი სახსრების ექოსკოპიური გამოკვლევები მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ: რენტგენოგრაფია, რის მიხედვითაც დგინდებოდა სასახსრე ზედაპირების მდგომარეობა, სასახსრე ხრტილის მოცულობა, ვკივლევდით სისხლში ედს–ის და CRP–ის რაოდენობას. “კამელინ მ 1” ხსნარის და “კამელინ მ 3” მალამოს ორგანიზმში შეყვანამ ფიზიკური ფაქტორებით, პირველ შემთხვევაში – გალვანური გზით და მეორე შემთხვევაში – ულტრაბგერით, გამოიწვია მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტის გაძლიერება, ანუ მიღებული იქნა ორმაგი, თერაპიული ეფექტი, რაც მთავარია, გვერდით ჩვენებებსა და გართულებებს ადგილი არ ჰქონია. პაციენტებს გამოეხატათ ტკივილების კუპირება, რიგ შემთხვევაში სრული გაქრობა, მოძრაობის მკვეთრი გაუმჯობესება, როგორც სუბიექტური ჩივილები, ისე ობიექტური მონაცემების დადებითი დანამიკა, რაც გამოვლინდა ედს–ის და CRP–ს მაჩვენებლების სარწმუნო დაქვეითებით, ექოსკოპიური მონაცემების გაუმჯობესებით –  ანთებითი სითხის გაქრობით ან რაოდენობის მკვეთრად შემცირდებით.  იმ პაციენტებმა კი, რომლებიც პერიოდულად იყენებდნენ ჰორმონალურ პრეპარატებს, “კამელინით” მკურნალობის პროცესში შეწყვიტეს მათი მიღება.

– ქალბატონო თამარ, გაგვაცანით ბალნეოლოგიური კურორტის საბოლოო დასკვნა ამ კვლევის საფუძველზე.

ამ კვლევებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეპარატი “კამელინ მ 1” ხსნარის ელექტროფორეზი და “კამელინი მ 3” მალამოს ულტრაფონოფორეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბაზისური მკურნალობა ოსტეოართრიტების, მათ შორის სხვადასხვა გართულებების – სინოვიტის, ბეიკერის ცისტის, ბურსიტის, ტენდოვაგინიტის და ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს, მათ შორის ფესვობრივი სინდრომით.

მაღალი თერაპიული ეფექტის საფუძველზე “კამელინი” შეიძლება ფართოდ დაინერგოს იმ სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრებში, სადაც ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიული კაბინეტები. “კამელინმა” შეიძინა კიდევ უფრო ფართო ჩვენებები და მედიცინის ახალი მიმართულება როგორც რევმატოლოგიასა და ნევროლოგიაში, ასევე ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში.

მოამზადა მაია ცომაიამ

კამელინთანდაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი);  599 33 10 89;  599 23 03 33; 597 76 97 40
www. Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge

Facebook Comments
x

Check Also

“მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…”

ლევან ვასაძე -“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, ...