Home » მთავარი » „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“ – პრეზენტაცია პარლამენტში

„კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“ – პრეზენტაცია პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის პრეზენტაცია „კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“ გაიმართა

პარლამენტის ქუთაისის სასახლეში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის შესახებ ესაუბრნენ.

სტუდენტებთან შეხვედრაზე ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ ყოველი წლის 31 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს დღესმსოფლიო თამბაქოს გარეშე“. აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი წელს, ამ საერთაშორისო დღეს მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 მაისს დაასრულა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა და გამკაცრებული რეგულაციები მიიღო. საკანონმდებლო სიახლე ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. ამ ცვლილებების განხორციელებით, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ეფექტიანი რეგულაციები აქვს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ დღის მიზანია, თამბაქოს მავნებლობის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, ითქვას, თუ რა შედეგი მოაქვს თამბაქოს მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და თამბაქოს ანტიპროპაგანდის მიზნით.

„საქართველოს პარლამენტი გამოდის ინიციატივით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, თუ რამხელა ზიანს აყენებს თამბაქო მსოფლიოს. სტატისტიკამ ამ მიმართულებით არ შეიძლება არ დაგვაფიქროს და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი დღეს სტუდენტებთან. ამ დღეს საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობით შეხვდა. ამ კანონით ჩვენ მომავალ თაობებს დავიცავთ. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ახალგაზრდებმა სრულიად გაიზიარეს კანონის პათოსიც, დამოკიდებულებაც და საჭიროებაც,“ – განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე სტუდენტები საქართველოში თამბაქოს მწეველთა საგანგაშო რაოდენობის და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებათა მზარდ სტატისტიკას გაეცნენ და ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან ეფექტზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა საკანონმდებლო რეფორმის ამოქმედების შედეგად მიიღებს.

პარლამენტის წევრებმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხეს და კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინეს.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. სტუდენტები დადებითად აღიქვამენ იმ შედეგებს, რაც მომავალში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედებით უნდა მივიღოთ. ეს შეხვედრა დღეს იყო ძალიან სიმბოლური და შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, ეთანხმება ამ კანონს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 17 მაისს მიღებულ კანონს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ხელი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა. ახალი კანონი ამოქმედებას 2018 წლიდან დაიწყებს.

Facebook Comments
x

Check Also

ჯაფარიძე “პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება”

პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი ...