Home » მთავარი » კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი  „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

შემოთავაზებული ცვლილების მიღებით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიებები არ გავრცელდება საპრიზო ფონდზე – თანხაზე, რომლის მიღებაც აღიარებულია მომგებიანი ბილეთის მფლობელი პირის უფლებად.

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე დებულებებით, კერძოდ:

  • ერთის მხრივ, სპეციალური ნორმა კრძალავს საპრიზო ფონდის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას, ხოლო მეორეს მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არაფერს ამბობს აღნიშნულის თაობაზე და შესაბამისად არ გამორიცხავს, თუნდაც თეორიულ დონეზე, ლატარიის ორგანიზატორის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას, რაც თავის მხრივ საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე შესწორების შეტანას;
  • „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს საპრიზო ფონდის რაიმე ვალდებულებებით დატვირთვას, თუმცა ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა) თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ვალდებულებას, (არამედ აკრძალვას) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელების გარეშე კანონისმიერი დანაწესის, კერძოდ – საპრიზო ფონდის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის აკრძალვის ჯეროვანი აღსრულება ვერ მიიღწევა. შესაბამისად, ცვლილების უმთავრეს მიზეზს სწორედ მოცემული ნორმის ეფექტური ამოქმედება და კანონმდებლობის როგორც მატერიალური, ისე საპროცესო ნორმების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანია კანონმდებლობის უნიფიცირება და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე არსებული მიდგომის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ასახვა.

Facebook Comments
x

Check Also

მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისის მერიამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების დადგენის მიზნით ფიზიკური სამუშაოები დაიწყო ...