Home » მთავარი » კაპიტულანტური გამოხტომები – რუსული პენსია, საოკუპაციო ბაზების დაკანონება და სხვა, უნდა დაექვემდებაროს მკაცრ რეაგირებას!

კაპიტულანტური გამოხტომები – რუსული პენსია, საოკუპაციო ბაზების დაკანონება და სხვა, უნდა დაექვემდებაროს მკაცრ რეაგირებას!

ჯუმბერ კირვალიძე:

     პოლიტოლოგი

“რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ნიშნავს დასავლეთის “არაღიარების” პოლიტიკაზე უარის თქმას”!

-“ყველა ეს კაპიტულანტური გამოხტომები, – რუსული პენსია, რუსული საოკუპაციო ბაზების დაკანონება და სხვა, რომელსაც ღიად ეწევიან ე.წ. პოლიტიკური გაერთიანებები, ხაჩიშვილი–ბედუკაძე, კვარაცხელია–ონიანი, – რომლებიც ღიად, მეხუთე კოლონის როლს ასრულებენ და კოლაბორაციონიზმის “რეკორდებს ამყარებენ”, მათი მისამართით სახელმწიფოსგან აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს მკაცრ რეაგირებას, რადგანაც ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალების პროპაგანდა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას! ამასთანავე, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაუყოვნებლივ აღდგენა, რომელსაც გამუდმებით ქადაგებენ ზემოთ ნახსენები ძალები (სხვებიც, უფრო “ზომიერი და წონადი” პოლიტჯგუფები), ნიშნავს დასავლეთის “არაღიარების” პოლიტიკაზე უარის თქმას, რაც საბედისწერო აღმოჩნდება საქართველოსთვის, რადგანაც დასავლეთში ჩათვლიან, რომ საქართველომ აღადგინა რა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ამით შეურიგდა რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების ოკუპაციას და დიდი ალბათობით, თავად დასავლეთი მოახდენს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის აღიარებას” (კოსოვოს მსგავსად)!..

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...