Home » მთავარი » კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების ხელისშემშლელი ფაქტორები დაასახელა

კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების ხელისშემშლელი ფაქტორები დაასახელა

რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება სხვა საკითხების გარდა ხელს უშლის საქართველოს სიახლოვე სამხედრო კონფლიქტების ზონასთან- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გააუქმა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კარასინმა.

აბაშიძე-კარასინის რიგით მე-16 შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობაზე კარასინმა 31 ოქტომბერსაც განაცხადა.

 

Facebook Comments
x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...