Home » მთავარი » კარბში ამბობენ „კრება დარჩა მხიარულიო…“ – მართლაც რა უნდა მავთულხლართიდან ორიოდე ნაბიჯის გადაგგმას!…

კარბში ამბობენ „კრება დარჩა მხიარულიო…“ – მართლაც რა უნდა მავთულხლართიდან ორიოდე ნაბიჯის გადაგგმას!…

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ცოტა ხნის წინ დატოვეს ტერიტორია. ალიანსის წევრი ქვეყნების დეპუტატები სოფელ ოძისში დღეს დილით ჩავიდნენ. ადგილზე არსებული ვითარება მათ საქართველოს პარლამენტის წევრებმა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს , არსებული მდგომარეობით აღშფოთებაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

-იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი მოგვარების გზებს ვიპოვით,“ – განაცხადეს სტუმრებმა.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია. მისი თქმით ანექსიის მცდელობა გრძელდება და ხელისუფლება ცდილობს, რომ მუდმივად განიხილონ საერთაშორისო თანამეგობრობამ.

კამერები გამოირთო, სელფების და ფოტოების გადაღებაც დასრულდა და მანქანების კოლონა ისევ თბილისისკენ გამოემართა. არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსვლია საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობას გასაუბრებოდნენ, ტყუილად კი არ ამბობენ სოფელ კარბში-„კრება დარჩა მხიარულიო…“

-4 წლის წინ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები და მას მერე თვალით არ გვინახავს, ლამაზად ისაუბრეს, იმდენი რამ დაგვპირდნენ, მაგრამ-კრება დარჩა მხიარული… სოფელს ერთი პატარა ამბულატორია არ გვაქვს, გზებს თავად ხედავთ როგორია…წყლის პრობლემაც გვაქვს, ბავშვები სკოლასა და ბაღში მერეთში დადიან, ხან ისე ხდება, წვიმაშიც კი ფეხით მიდიან, რადგან ავტობუსს ვერ უსწრებენ, სკოლის მიკროავტობუსი კი დადის, მაგრამ ბაღის ბავშვებს ისე ტრანსპორტით უწევთ სიარული. ახალგაზრდები მასიურად ტოვებენ აქაურობას, თუ ასე გაგრძელდა, მალე ეს სოფელიც დაცარიელდება“-ამბობენ ადგილობრივები.

სხვა სოფლებში იმასაც აცხადებენ, რომ მთავრობისა და უცხოელი პოლიტიკოსების მანქანების გავლისას მოსახლეობას სახლიდან არ აქვს გასვლის უფლება, ნახევარი საათით ადრე ჩამოივლისო მანქანა და შედით სახლშიო-ყვირისო…

გუგუტიანთკარი, ზედაანთკარი, მერეთი, ზარდიაანთკარიყველგან ერთი და იგივე პრობლემაა, მოსახლეობა სამუშაო ადგილების არ ქონას, მედიკამენტების სიძვირეს, უქონლობას და უყურადღებობას უჩივის, იმასაც ამბობენ, რაიმე საკითხი რომ გაინტერესებდეს, პასუხს ვერ მიიღებ, სამაგიეროდ შეურაცხყოფას და უფლებების შელახვას რამდენსაც გინდაო…ასე რომ თავად განსაჯეთ-დარჩა თუ არა დღევანდელი კრებაც უშედეგო…

ტყუილად ელოდნენ დღესაც…ახალი არაფერი მომხდარა…

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...