Home » მთავარი » კატალონიაში ვადამდელი საპრლამენტო არჩევნები ჩატარდება

კატალონიაში ვადამდელი საპრლამენტო არჩევნები ჩატარდება

BBC -ს ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოისმა გადაწყვიტა, რომ  კატალონიაში 2018 წლის იანვარში ვადამდელი საპრლამენტო არჩევნები ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა და “სოციალისტურმა პარტიამ” ერთობლივად მიიღეს.

ვადამდელი არჩევნების ჩატარება 155-ე მუხლის ამოქმედების ფარგლებში განიხილება. ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი ავტონომიის გაუქმებას ითვალისწინებს. შესაბამისს მუხლს მადრიდი კატალონიის ავტონომიური მთავრობის მიერ ცალმხრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის საპასუხოდ აამოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მთავრობის საგანგებო სხდომა 21 ოქტომბერს გაიმართება. ცნობილია ისიც, რომ სხდომაზე კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების საკითხზე იმსჯელებენ.

Facebook Comments
x

Check Also

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ, გაიხსნებიან. როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ...