Home » მთავარი » კაცმა 11 თვის შვილი ალკოჰოლის გამო გაყიდა

კაცმა 11 თვის შვილი ალკოჰოლის გამო გაყიდა

ინდოელმა კაცმა თავისი 11 თვის შვილი გაყიდა. საფასური 270 ფუნტი სტერლინგი იყო. ამ თანხით კაცმა არაყის გარდა, ტელეფონი და თავისი უფროსი ქალიშვილისთვის სამაჯური იყიდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვის გაყიდვის საქმეში კიდევ რამდენიმე პირი მონაწილეობდა, მათ შორის იყო სოციალური სამსახურის თანამშრომელი.

ბავშვის მყიდველები ასაკოვანი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა. მათ 2012 წელს 24 წლის ვაჟი გარდაეცვალათ. ქმარმა ცოლის დეპრესიიდან გამოსაყვანად მას პატარა ბავშვის ყიდვა შესთავაზა, რაც განახორციელეს კიდეც.

საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

 

წყარო: იმედინიუსი

 

 

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...