Home » ეკონომიკა » კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის” მშენებლობა დასრულდა

კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის” მშენებლობა დასრულდა

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ “ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის” 27 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.

300 მმ დიამეტრის გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-მა განახორციელა.

„თელავი-ახმეტის“ ახალი 27 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობით მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200 მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები ახალმა, 300 მმ დიამეტრის მილებმა ჩაანაცვლეს.

“ნავთობისა და გაზის კორპორაცია” აცხადებენ, რომ ახალი მილსადენით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კახეთის რეგიონის ბუნებრივი გაზით შეუფერხებლად მომარაგება. მშენებლობაზე 2 493 483 ლარი დაიხარჯა.

Facebook Comments
x

Check Also

არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტ/კ „ იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული ...