Home » მთავარი » კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტები საბავშვო ბაღებში

კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტები საბავშვო ბაღებში

თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა კვების უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის აღსაზრდელთა კვების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ  ელექტრონული  პროცედურაში   კომპანია „ელფმა“ გაიმარჯვა. ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დავალების პირობების თანახმად, თბილისის ყველა საბავშვო ბაღს კვებით მომსახურებას სწორედ აღნიშნული კომპანია გაუწევს, რაც ბაღებს ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

კომპანია „ელფის“ წარმომადგენლები, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ და კვებითი მომსახურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია „ელფი“ უზრუნველყოფსISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებით მომსახურების მენიუსშესაბამისად, კალორაჟისდაცვით.

მომსახურებისგაწევისპერიოდშიმიმწოდებელი ვალდებულებას იღებს,თავადუზრუნველყოსკვებისბლოკისყოველდღიურიდასუფთავებადასაკვებიპროდუქტებისნარჩენებისყოველდღიურიგატანასპეციალიზებულიჭურჭლით, დაიცვასსანიტარულ-ჰიგიენურინორმები და სისუფთავე კვებისბლოკში,ყოველთვიურადჩაატაროსგენერალურიდასუფთავებადადეზინფექცია.

გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს კვების ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას და ობიექტის გამართულად ფუქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეკეთებას;

ამასთან, მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, კვებითი მომსახურება უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უკვე დასაქმებული სამზარეულოს პერსონალით (მზარეული, მზარეულის დამხმარე(-ები), დამლაგებელი, მრეცხავი და სამეურნეო ნაწილის კორდინატორი).

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...