Home » მთავარი » კვესიტაძის გადაცემასთან დაკავშირებით „ქართუმ“ ეთიკის საბჭოდან პასუხი მიიღო

კვესიტაძის გადაცემასთან დაკავშირებით „ქართუმ“ ეთიკის საბჭოდან პასუხი მიიღო

დაზღვევის კომპანია “ქართუ” განცხადებას აქვეყნებს:

“დაზღვევისკომპანია “ქართუ”-მ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოდან მიიღო პასუხი 2016 წლის 8 მაისს რუსთავი 2-ის ეთერში, ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

სიუჟეტი სათაურით , „ელიტური კორუფცია“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ეხებოდა.

სს დაზღვევის კომპანია “ქართუ”-მ, ასოციაცია ატუსთან და “შპს GSF პარტნიორებთან” ერთად მიმართა ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, რადგან სიუჟეტში ნახსენები სამივე ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.

ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაადგინაა, რომ აღნიშნულ გადაცემაში ეკა კვესიტაძემ სს დაზღვევისკომპანია „ქართუ”-სთან დაკავშირებით დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5(შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება). რითაც დადასტურდა კომპანიის მიმართვის საფუძვლიანობა და ასევე რუსთავი 2-ის გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის განზრახ დამახინჯების ფაქტი”.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა ...