Home » მთავარი » კვირიკაშვილი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა

კვირიკაშვილი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან.

პრემიერ-მინისტრი პატივს მიაგებს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს თურქმენეთის ოლიმპიურ სოფელს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში, თედო ჯაფარიძე და გოგი ვაშაყმაძე იმყოფებიან.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...