Home » მთავარი » კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს, რომელიც ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიმდინარე წელს დაგეგმილი მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე. გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც, ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ ელოდება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც 22 მაისს სტამბოლში გაიმართება.

Facebook Comments
x

Check Also

ე.წ. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება. საგანგებო მდგომარეობისა და მსოფლიო ...