Home » მთავარი » კიდევ ერთი ლამაზი დღე ბავშვებს

კიდევ ერთი ლამაზი დღე ბავშვებს

„ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ და გვინდა ბავშვებს ყველა დღე გავულამაზოთ. ბავშვების უნდა იყოს ყოველი დღე და მათი მხიარული კისკისი უნდა ედებოდეს არე-მარეს.

საქართველოს ქალთა საბჭო ყოველთვის ცდილობს გაულამაზოს პატარებს ცხოვრება, უფროსები კი თუნდაც ცოტა ხნით ბავშვობაში დააბრუნოს.

ასე იყო ამჯერადაც. ქეთევან გაბრუაშვილის ინიციატივით დევნილ და უნარშეზღუდულ ბავშვებს „ზედაზენმა“,

„ბარამბომ“, საბავშვო მუსიკალურმა თეატრმა „ჭინჭრაქამ (ხელმძღვანელი ბესო ლომსაძე), მუსიკალურმა სტუდიამ „ზღაპრის ქალაქმა (ხელმძღვანელი მარიკა მირველაშვილი), საბავშვო ჟურნალმა „ჭიამაიამ“ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

კონცერტის შემდეგ ბავშვებს ტკბილეული, საბავშვო ჟურნალები და ლიმონათები გადაეცათ.

მართლაც სასიამოვნო სანახავი იყო ამდენი გაღიმებული და ბედნიერი სახის დანახვა.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...