Home » მთავარი » კიდევ ერთი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი

კიდევ ერთი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი

რამაზ ზოიძე მსოფლიო ჩემპიონია.

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატში 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი ფალავანის მეტოქე ყაზახი კაჰარმან კისიმეტოვი იყო, რომელიც ზოიძემ 5-0 დაამარცხა.

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რამაზ ზოიძემ (66) საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა, ლიტველი კრისტუპას სლეივა 6-4, ბრაზილიელი რამოს ჯუნიორი ქულების აშკარა უპირატესობით 4:50 წუთში 12-4 და ეგვიპტელი მოჰამედ ელსაედი 2:30 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უშეღავათო ბრძოლაში 7-5 მოუგო ირანელი მოჰამად მორად ელიასის.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ერეკლე კუხიანიძე პროტესტის გამოხატვის ფორმებზე საუბრობს

მარიამ ახალკაცი საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე ამ დრომდე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. კუხიანიძე  ...