Home » მთავარი » „კიდევ რისი დათმობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის?!.“

„კიდევ რისი დათმობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის?!.“

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

საინტერესოა რატომ დათანხმდა საქართველო ორწლიან ხელშეკრულების გააფორმებას “გაზპრომის” მოთხოვნას, კერძოდ, გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ნედლეულის ნაცვლად ფულადი ანაზრაურების მიღებას რაც საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს და გაოცებას იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ ხელისუფლების მხრიდან უპრინციპულობაზე!..

როგორც ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე აღნიშნავს – „კალაძემ ფაქტიურად მიჰყიდა გაზპრომს გაზსადენი და საქართველოსთვის მავნებლური შეთანხმება გააფორმა. ჰო და ვინც ცხვარივით სახლში ჯდომას აპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან მალე ვეღარც გაზის ფულს გადაიხდით და პურიც გაგიძვირდებათ“-წერს ნებიერიძე.

ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება დადებული ხელშეკრულების დეტალებს რატომღაც არ ასაჯაროებს, თუმცა ამისდა მიუხედავად ისედაც ნათელია, რომ რუსეთმა ადვილად მიაღწია თავის სტრატეგიულ მნიშვნელობის კონტრაქტს საქართველოსთან მიმართებაში, ალბათ ჩვენ მალე იმ ფაქტის წინაშე აღმოვჩდებით, რომ ყველაზე კარგი ფასითაც კი იმის ნახევარ გაზის მოცულობას ვერ ვიყიდით, რაც გვრჩებოდა ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე. შესაბამისად ენერგობაზარზეც გაგვიძვირდება პროდუქტი და რაც კიდევ უფრო ცუდია – გაიზრდება საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო. რაც ლარის გაუფასურების მთავარი ფუნდამენტური მიზეზია. ამიტომ, რომ ქვეყნიდან დამატებითი რაოდენობის უცხოური ვალუტა გავა იმ გაზის მოცულობის შესაძენად, რომელიც დაგვაკლდება.  ნუთუ ეს კონტრაქტი უპრინციპილობის ბრალია?

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ყველაზე საუკეთესო ფასის შემთხვევაშიც კი გაზპრომისგან მიღებული თანხა იმ გაზის მოცულობის ნახევრის შეძენასაც შეიძლება არც ეყოს, რომელსაც აქამდე ვღებულობდით რუსული გაზის ტრანზიტში რბილად რომ ვთქვათ, , ამას ვერ ვუწოდებ სახელმწიფოებრივი ინტერესების მატარებელ დადებულ კონტრაქტს ეს არის რუსეთან დათმობის კიდევ ერთი მაგალითი, საინტერესოა კიდევ რისი დათმობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისათვის და რატომ ?….

…რატომ მაშინ, როდესაც რუსეთი ყოველმხრივ საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს და არასაიმედო პარტნიორია!!!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...