Home » მთავარი » კობახიძემ ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა

კობახიძემ ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძე: „თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველო და ისაუბროთ საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში

თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველო და ისაუბროთ საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე – ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში სიტყვით გამოსვლისას.

ამბასადორიალზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, რომელიც დღეს, თბილისის პარლამენტის სასახლეში გაიხსნა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, საქართველო სტაბილურობისა და აღმავლობის გზაზეა, თუმცა მეორე მხრივ, მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესები ყურადღების მოდუნების საშუალებას არ იძლევა.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნის ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულებისთვის და აღნიშნა, რომ საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ქვეყნის სტაბილურობით და წარმატებული რეფორმებით.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ, თქვენი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, შეძლო შეესრულებინა ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება. საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“ხალხს სჭირდება მაჟორიტარული სისტემა, მადლობა თითოეულ პოლიციელს…”

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა შსს-ს და თითოეულ პოლიციელს. მისი თქმით კარგია, რომ ნულოვანი ...