Home » მთავარი » კობახიძე ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

კობახიძე ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოსპარლამენტისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან,ჯანი ბუკიკიოსთან ერთად, ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კონგრესის ფარგლებში, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს. კონგრესის ფარგლებში, ქალაქს 40-ზე მეტი ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვია.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...