Home » მთავარი » კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს ეხმაურება

კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს ეხმაურება

“სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, რაც ძალიან არასწორი და სამწუხარო პრაქტიკაა.  ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით, ფაქტებზე დაყრდნობით“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ის დრო, როდესაც ერთმანეთთან შერწყმული იყო მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი, წარსულს 2012 წელს ჩაბარდა.

„ჩვენ სერიოზულ კომენტარებს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც იყო აბსოლუტურად შერწყმული ერთმანეთთან მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ამ პრაქტიკას არ მიმართავს, „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე მოიგოს ეს არჩევნები ძალიან დამაჯერებლად“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიში ნახეთ ლინკზე

http://www.transparency.ge/ge/post/saertashoriso-gamchvirvaloba-sakartvelo-saarchevnod-administraciuli-resursebis-gamoqenebis

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...