Home » მთავარი » „კობახიძე უნდა ჩამოაშოროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს… მოლაპარაკები ჩიხში შეიყვანა!“

„კობახიძე უნდა ჩამოაშოროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს… მოლაპარაკები ჩიხში შეიყვანა!“

„ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი იოსებ ბორცვაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძემ ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები, ამიტომ ის უნდა ჩამოშორდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს.

-მმართველმა გუნდმა ირაკლი კობახიძე უნდა ჩამოაშოროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. აშკარაა, რომ ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკები ჩიხში შეიყვანა და კიდევ აღრმავებს. პარლამენტის თავმჯდომარის გამოუცდელობა და მის ხმას აყოლილი რამდენიმე ახალგაზრდა პოლიტიკოსი სერიოზულად აზარელებს კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას. არ შეიძლება მუდამ საუბრობდე დესტრუქციაზე, დაპირისპირებაზე, გაურკვეველ ინსინუაციებზე და არა პირიქით აკეთებდე ყველაფერს თანხმობის პროდუქტის შესაქმნელად. პოლიტიკურ და სახელმწიფოებივ აზროვნებას მოკლებულია მხოლოდ დესტრუქტივიზმი. პრეზიდენტი თქვენთვის წითელი დროშაა, ხოლო ყველა დანარჩენისთვის თეთრი, რომელსაც ის სურს რაც ყველას – თანხმობა და კონსენსუსი“-აცხადებს ბორცვაძე.

Facebook Comments
x

Check Also

“რატომ ატყდა ციფრების ირგვლივ აჟიოტაჟი…”

ამირან სალუქვაძე ანალიტიკოსი ეს ენ-დი-აი ისეთ დროს ჩაერთვება, აგვაჟიოტაჟებს ხოლმე… რამდენიმე ფრაზით გარკვეულ საკითხებს შევაფასებ. ...