Home » მთავარი » კობახიძის გაფრთხილება მარგველაშვილს

კობახიძის გაფრთხილება მარგველაშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქმე საკონსტიტუციო კომისიის მიერ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან კი არ გვაქვს,  არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.

მის ამ განნცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ეხმაურება დასახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობას უწოდებს.

ის  ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას ანგარიში პრეზიდენტის პოზიციას გაუწია და თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება კვლავ შეიცვალოს პოზიცია და მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით აღარ ჩატარდეს.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები ჩატარდებოდა, აქ ჩვენ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ და ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, (ანუ ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები), იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეც საფუძველი იყო იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო“- განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...