Home » მთავარი » კოლმეურნეობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია ახალი ფერმის ასაშენებლად ფული არ მოითხოვოს

კოლმეურნეობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია ახალი ფერმის ასაშენებლად ფული არ მოითხოვოს

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

ამირან

-“კოლმეურნეობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია ახალი ფერმის ასაშენებლად ფული არ მოითხოვოს.

დაახლოებით ასეთი “კონკურსი” ჩატარდა სულ ახლახან გენერალურ შტაბში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი ხელმძღვანელობის შესარჩევად ბოლო სკანდალური გადადგომების შემდეგ.

რამდენიმე ოფიცერმა (მფრინავმა) უარი განაცხადეს დაემთხვიათ გენშტაბის “ხედვები” საკუთართან. კითხვა პირდაპირ იყო დასმული, თუ უარს იტყოდნენ მოეთხოვათ ახალი ფერმის აშენება, დაინიშნებოდნენ.

ნეტა მართლა ფერმაზე ყოფილიყო საუბარი.სარდლის და შტაბის უფროსის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო უარი ეთქვათ თვითმფრინავების, კერძოდ სუ-25-ების პარკზე.

როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე მფრინავმა უარი განაცხადა ბოლო ლურსმანი ჩაეჭედებინათ ქართული სამხედრო ავიაციის დასამარებაზე.

ბოლოს დაითანხმეს ერთი შტურმანი და ერთი ყოფილი პოლიციელი. მის წინააღმდეგ არაფერი გამაჩნია, კარგი ადამიანია, გარდა იმისა, რომ არათუ საჰაერო ძალების შტაბის უფროსის, არამედ კრიტერიუმებით არცერთ საფრენოსნო ან საჰაერო თავდაცვის სპეციალობის თანამდებობას არ შეესაბამება.

ყველაზე ლოგიკური იქნებოდა გენერალურ შტაბს მოეთხოვა თავდაცვის მინისტრის ბრძანების გაუქმება და წინა ხელმძღვანელობა თუნდაც დროებით დაებრუნებინათ თანამდებობებზე. მაგრამ არა, ბოლომდე სიჯიუტე ამჯობინეს, რაც არც ისე დადებითი თვისებაა.

ისე, დამლაგებლებიდან (პროფესიას არ ვაკნინებ, არც მათ, ვინც დამლაგებლად მუშაობს) დაგეწყოთ გამოკითხვა, ვინმე დაგთანხმდებოდათ.

ან გენერალურ შტაბს ვინ ეკითხება? მთავრობაზე გაიტანეთ, იკითხეთ? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიტანეთ, იმსჯელეთ? უშიშროების საბჭოზე განიხილეთ? უმაღლეს მთავარსარდალს დაეკითხეთ?

ვაპირებდი დამეწერა როგორ უნდა გამოზარდო კადრები, როგორ შეარჩიო, როგორ დანიშნო, რა კრიტერიუმებით და ა.შ. ან საერთოდ შეიძლება თუ არა სარდალი და მოადგილეები ერთდროულად გაყარო და ახლები დანიშნო, ან შეიძლება თუ არა რამდენიმე საფეხურით დაწინაურება, ან რამდენიმე საფეხურით ჩამოქვეითება და სხვა საკითხები შესახებ, მაგრამ რა აზრი აქვს, ვის დავუწერო?

საცოდავო საქართველო, რას უძლებ…

რა კომენტარი უნდა გავაკეთო? გენერალური შტაბი დასაშლელია თავისი შერჩევის საბჭოთი, დებულებებით, ინსტრუქციებით და თავიდანაა ასაწყობი.

იქნებ დროა, გამოვფხიზლდეთ?

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...