Home » მთავარი » კომისიამ პარლამენტს მეურვეობის 3 კანდიდატი წარუდგინა

კომისიამ პარლამენტს მეურვეობის 3 კანდიდატი წარუდგინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პარლამენტს მეურვეობის 3 კანდიდატი წარუდგინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ, კანონით დადგენილ ვადაში, დაასრულა მეურვეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები.

22 ივნისს, გასაუბრების შემდეგ შერჩეულ იქნა სამი კანდიდატი: გიგინეიშვილი აკაკი, იაკობაშვილი გიორგი, ფირალიშვილი ეკა.

კომისიამ, დადგენილი წესით, წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანდიდატურები და შესაბამისი სხდომების ოქმები.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...