Home » მთავარი » კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს

კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს

დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფების მორიგი გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

მეორე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხები შედის, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის შესაბამის თავებზე მუშაობს.

„დაახლოებით ორი კვირის წინ, ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციის შესაბამისი თავების განხილვა. პრაქტიკულად, გავიარეთ პარლამენტის თავი, სახელმწიფო კონტროლი და ამ ნაწილში დარჩა კონსტიტუციის გადასინჯვისთავის განხილვა. განსახილველი გვაქვს, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მომწესრიგებელი თავი, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხები“-განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში  ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017  წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...