Home » მთავარი » „კომისიის წევრების არაპროფესიონალიზმის გამო ხმები იკარგება!“

„კომისიის წევრების არაპროფესიონალიზმის გამო ხმები იკარგება!“

ნატალია ხოხიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველო“

-„როგორც იცით, ჩვენი არასამთავრობო აკვირდება არჩევნების მიმდინარეობას. მთლიანობაში არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, იყო უმნიშვნელო დარღვევები, რომელიც თქვენს მკითხველსაც გავაცანით. ახლა გამოიკვეთა ახალი ტენდენცია.

ს ბოლო საათებია გვირეკავენ უბნებიდან და გვეუბნებიან, რომ პრობლემა წარმოიშვა იმ უბნებზე, სადაც ერთად 2 საარჩევნო უბანია.  ამომრჩეველი შედის უბანზე, უკეთებენ მარკირებას, მერე კომისიის წევრი ეძებს მას სიაში და აღმოჩნდება, რომ ის ამ უბანზე კი არა, იქვე მეორე უბანზე უნდა შევიდეს. გადადის ამომრჩეველი თავის უბანზე და იქ უკვე უარს ეუბნებიან, რადგან მარკირება უკვე გაკეთებული აქვს. მატყობინებენ, რომ ამ წუთში ასე დაიკარგა 3 ამომრჩევლის ხმა. ასეთი დარღვევების გამო უკვე 7-8 უბნიდან დარეკეს.

ვფიქრობ, ეს კომისიის წევრების არაპროფესიონალიზმის ბრალია“.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!”

პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ...