You are here
კონგოში პოლიციელებს 46 ბავშვის გაუპატიურების გამო ასამართლებენ მთავარი სამართალი უცხოეთი ყველა სიახლე 

კონგოში პოლიციელებს 46 ბავშვის გაუპატიურების გამო ასამართლებენ

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 18 პოლიციელზე სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბრალად ედებათ 46 ბავშვის გაუპატიურება. ინფორმაციას ავრცელებს  BBC.

ძალადობრივი აქტები სოფელ კავუმუში ხორციელდებოდა. პროკურატურის თქმით, კაცები 2013 წლიდან 2016 წლამდე დაბადებულ გოგოებს ირჩევდნენ, რადგან ერთ-ერთმა სულიერმა წინამძღოლმა მათ უთხრა, რომ ქალიშვილების სისხლი მათ ძლევამოსილ ძალას მიანიჭებდა. ერთ-ერთი მსხვერპლი 18 თვის იყო.

ეჭვმიტანილის რიგებში სოფლის პოლიციის ხელმძღვანელი ფრედეკირ ბატუმიკეცაა.
უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ამ სასამართლოთი ბოლო მოეღება კონგოში დამკვიდრებულ გაუპატიურების კულტურას, როგორც ომის იარაღის ინსტრუმენტს.

 

Comments

comments

Related posts