Home » მთავარი » კონგოში ქართველი მფრინავების თვითმფრინავი ჩამოვარდა

კონგოში ქართველი მფრინავების თვითმფრინავი ჩამოვარდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორმა სამხედრო შვეულმფრენმა Ми-24  ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას Defence.ru ბეკგიურ სააგანტოზრ Belga

დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით ერთი ეკიპაჟი ქართველი პილოტებითაა დაკომპლექტებული, მეორე ბელორუსიის მფრინავებით. გავრცელებული ინფორმაციით ბელორუსიელები დაჭრილები არიან, ქართველი მფრინავები კი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებიან, მათ ძებნას წვიმები ართულებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგული მფრინავები ტყვედ ჰყავთ კონგოელ ამბოხებულებს და გამოსასყიდს  ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით ერთი მფრინავი თადარიგის პოლკოვნიკი  სოსო ოსორაულია, მეორე კი  სამხედრო მფრინავი საქართველოს მოქალაქე პლუჟნიკოვი.

სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის 11აგვისტოს 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. 

ინფორმაციას შვეულმფრენის ჩამოვარდნის თაობაზე ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თუმცა აცხადებს, რომ „მფინავები არ არიან ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კონგოს ტერიტორიაზე ისინი როგორც კერძო პირები ისე იმყოფებიან“.

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...