Home » მთავარი » “კონსტიტუცია შეეწირა მმართველ პოლიტიკურ გუნდს, შიგნით გარიგებებს”

“კონსტიტუცია შეეწირა მმართველ პოლიტიკურ გუნდს, შიგნით გარიგებებს”

“მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახერხა და ერთპარტიულად მიიღო კონსტიტუცია და ძალიან სამწუხაროა, რომ კონსტიტუცია შეეწირა მმართველ პოლიტიკურ გუნდს, შიგნით გარიგებებს,” – ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კონსტიტუციის მეორე მოსმენით მიღების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძნელია ამ კონსტიტუციას ეწოდოს საზოგადოების თანხმობის დოკუმენტი.

“პრაქტიკულად, ამ ნაბიჯით მოტყუებულია ქართული საზოგადოება, ვენეციის კომისია და საკონსტიტუციო კომისიის ის წევრები, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ საკონსტიტუციო კომისიაში. სამწუხაროდ, ძალიან ძნელია ამ კონსტიტუციას ჩვენ ვუწოდოთ საზოგადოების თანხმობის დოკუმენტი. ამ კონსტიტუციის ლეგიტიმაცია არის ძალიან დაბალი. რეალურად, ეს არის თანხმობის დოკუმენტი „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს შორის,” – აღნიშნა აბაშიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. “ახალგაზრდა იურისტები” ამტკიცებენ, რომ ...