Home » მთავარი » ,,კონსტიტუციის 94-ე მუხლი და ეფექტური სახელმწიფო“

,,კონსტიტუციის 94-ე მუხლი და ეფექტური სახელმწიფო“

საზოგადოების კვლევის ცენტრის კონფერენცია საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით, სახელწოდებით : ,,კონსტიტუციის 94-ე მუხლი და ეფექტური სახელმწიფო“.

 18 აპრილს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, საზოგადოების კვლევის ცენტრი,  ფრიდრიხ ებერტის  ფონდის მხარდაჭერით, გამართავს კონფერენციას სახელწოდებით : ,,კონსტიტუციის 94-ე მუხლო და ეფექტური სახელმწიფო“. აღნიშნული ღონისძიება  შეეხება საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს. საკონსტიტუციო კომისიში, აღნიშნული ჩანაწერის ამოღების მოთხოვნით, შესულია ორი ინიციატივა: პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ და საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ვაკო ნაცვლიშვილის.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან არსებული გადასახადების ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ამავე ჩანაწერის თანახმად, ეს შეზღუდვები არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე.

პარტიის, ,,სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისთვის“, საკონსტიტუციო ინიციატივაში ნათქვამია, რომ საგადასახადო განაკვეთები, სოციალური პასუხისმგებლობის განაწილებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ დისკუსია წარმოადგენს დასავლური პოლიტიკური სივრცის მთავარ განსახილველ საკითხს, საქართველოში ეს დისკუსია კონსტიტუციურად აკრძალულია. კონსტიტუციის 94-ე მუხლი არსებითად ზღუდავს პარლამენტის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარების სტრატეგია და აზიანებს ინსტიტუციურ დემოკრატიას. აღნიშნული ჩანაწერი უპრეცედენტოა და მას ანალოგი  სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში არ გააჩნია. 

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. შეხვედრას დაესწრებიან სამინისტორების წარმომადგენლები.

კონფერენცია დაიწყება 12:00-ზე. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ფრიდრიჰ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი – ფელიქს ჰეტი გახსნიან. დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვაკო ნაცვლიშვილი.

შესვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია დამსწრეთა ფართო თანამონაწილეობით. დისკუსიის მოდერატორია საზოგადოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა მუსხელიშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...