Home » მთავარი » კორეელი ლიდერები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში კიდევ ერთხელ შეხვდნენ

კორეელი ლიდერები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში კიდევ ერთხელ შეხვდნენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში კიდევ ერთხელ შეხვდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის და მუნ ჯე ინის განმეორებითი აუდიენცია სავარაუდოდ ჩრილოეთ კორეა-შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრის თემის გააქტიურებას შეეხო.

ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან გააუქმა, თუმცა მოგვიანებით აუდიენციის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. ისტორიული აუდიენცია სინგაპურში შედგება.

კორეელ ლიდერებს შორის მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის სოფელ პანმუნჯომში გაიმართა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.

როგორც ირკვევა ორმხრივი შეხვედრის დეტალებს სამხრეთ კორეის პირველი პირი კვირას გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა 27 აპრილს შედგა. ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი აღმოჩნდა 1953 წლის შემდეგ, რომელმაც ომის შემდეგ ნახევარკუნძულის გამყოფი სამხედრო ხაზი პირველად გადაკვეთა.

Facebook Comments
x

Check Also

საოკუპაციო ძალებმა 17 წლის ბიჭი ცხინვალში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – ასეთი ...