Home » მთავარი » კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხი ტურისტები არ არიან

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხი ტურისტები არ არიან

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ახალი შემთხვევები ჩეხ ტურისტებს არ უკავშირდება. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი არ ადასტურებს ბოლო რამდენიმე საათში გავრცელებულ ინფორმაციას გუდაურში სამი ჩეხი ტურისტის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ.

კორონავირუსით დაინფიცირებული 28 პაციენტიდან 8 -ს პნევმონია აღენიშნება, 4 მათგანის მგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური და მკურნალობას ექვემდებარება.” -აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაია იმედს გამოთქვამს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მძიმე ავადმყოფების მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება და პროცესი უკან დაიხევს.

“მიუხევდავად მკურნალობისა,  დაავადების პროგრესირება შესაძლოა, ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში. ამიტომ ძალიან ვფრთხილობთ, როცა ვლაპარაკობთ და სტატუსებს ვაფასებთ. ყოველდღიურ რეჟიმში გელეპარაკებით, მაგრამ ეს საუბარიც ფრთხილია, რადგან ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს მდგომარეობის დამძიმება. ვიმედოვნებთ, ასე არ იქნება“ ,- აღნიშნა ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...