Home » მთავარი » კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან კონტრაქციისთვის ემზადებიან

კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან კონტრაქციისთვის ემზადებიან

კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან კონტრაქციისთვის ემზადებიან. პოლონეთ-უკრაინის საზღვართან10-მდე მიკროავტობუსი ჩავიდა, რომელთა წევრების თქმითაც, ისინი ადგილზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გეგმავენ. მათ გამორიცხეს პროვოკაციები, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა ჯგუფის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ კონტრაქციის წევრები აგრესიულად არიან განწყობილები და თან აქვთ ცივი იარაღი, შესაბამისად გარკვეული პროვოკაციები “ახალი ძალების მოძრაობას” არ გამოურიცხავს.

“ჩვენ გუშინ ლვოვის პოლიციას მივმართეთ, პირადად დავწერე განცხადება, რომ მზადდებოდა პროვიკაცია. ეს ხალხი კრიმინჩუკიდან და სხვა ქალაქებიდან არიან, თან აქვთ იარაღი, აქვთ ასაფეთქებლები, იმ მიზნით, რომ მოაწყონ პროვოკაცია, ხელისუფლების მითითებით,ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიის გამოყენებით. ამ ავტობუსებში ბიჭები არიან, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილები და ჩემზე თავდასხმა სცადეს”, – აღნიშნა “ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა,ოლგა დოლობალამ.

კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი მოძრაობს.

“არანაირი პროვოკაცია არ იგეგმება. ჩვენ და პირადად მე, უკრაინის მოქალაქე, ჩამოვედი ერთი მიზნით, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ გავაპროტესტო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა. მე არ მაქვს სიმპატირბი მის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ. გვინდა ვაჩვენოთ, რომ სულერთი არაა, რაც აქ ხდება”- აღნიშნა ოლეგ სტეპანჩენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კარვებს შლიან და აქციისთვის ემზადებიან.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...