Home » მთავარი » “კრიმინალ-ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა მთლიანად გააკონტროლოს ტელევიზიები”

“კრიმინალ-ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა მთლიანად გააკონტროლოს ტელევიზიები”

გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტია“

-“არჩევნების ტოტალური გაყალბებისა და ძალაუფლების სრულად უზურპაციის შემდეგ, კრიმინალ-ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა მთლიანად გააკონტროლოს ტელევიზიები. მან ხელში ჩაიგდო საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და ამჟამად, ცდილობს უკანონოდ  მიიტაცოს რუსთავი-2.

ამ მზაკვრულ გეგმას ის ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი პირადი მცველი ვახტანგ გომელაური. სწორედ, ეს სტრუქტურები აშანტაჟებენ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ რუსთავი-2-ის საქმეს.

მივმართავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სავიზო სანქციები დაუწესონ სუსის მაღალჩინოსნოსნებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებით აყალბებენ არჩევნებს, დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, თანამშრომლობენ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან და იტაცებენ ტელევიზიებს.”

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...