Home » მთავარი » ლადო ბედუკაძე: ეს არის გამოცხადებული დიქტატურა!..

ლადო ბედუკაძე: ეს არის გამოცხადებული დიქტატურა!..

   საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების რეგისტრაციიდან მოხსნა  პრორუსული პარტია კვარაცხელიასოციალისტები. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს მიიღოს.

ამ ფაქტს ლადო ბედუკაძე ეხმიანება.

-„როგორც ცნობილი გახდა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ”(ცეესკომ) „ცენტრისტების“ შემდგომ არჩევნებიდან მოხსნა კიდევ ერთი პარტია „კვარაცხელია- სოციალისტები“.

ღიად ვაცხადებ, ეს არის ხელისუფლების დევნა განსხვავებული აზრის, განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელი პარტიების მიმართ, ეს არის გამოცხადებული დიქტატურა, რაც საქართველოსთვის თავის უარყოფით შედეგებს აუცილებლად მოიტანს!

ვთხოვ ,საქართველოში აკრედიტებულ სალეჩოებს, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას შეწყდეს განსხვავებული საგარეო კურსის მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაციების დევნა.

შეგახსენებთ: როგორც ცესკო აცხადებს, “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...