Home » მთავარი » ლავროვი გუშინ და დღეს… ჟირინოვსკი, დაბნეული აფხაზები და იმედი…

ლავროვი გუშინ და დღეს… ჟირინოვსკი, დაბნეული აფხაზები და იმედი…

2017 წლის აპრილში რუსეთის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ სოოხუმში იყო და რუსეთის ახალი საელჩო გახსნა. ის რუსეთში 19 აპრილს დაბრუნდა, ვიზიტის დროს კი ლავროვმა აფხაზეთს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი და სოხუმი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთზე სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენის სამართლებრივი ბაზის არსებობაზეც გაამახვილა ყურადღება და „შინ კმაყოფილი დაბრუნდა“.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90/

დღეს კი რუსეთის პირველი დიპლომატი, სერგეი ლავროვი ქართველი დეპუტატების, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია. სერგეი ლავროვმა დღეს „კურიერის“ კითხვებს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიდიე რეინდერსთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმები გაჩნდეს, თუმცა რა სახის შეიძლება იყოს მის მიერ ნახსენები სხვა დონის კონტაქტები, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

მიაღწევს თუ არა რუსეთი მიზანს და ასრულდება თუ არა ლავროვისა და ჟირინოვსკის სიტყვები, ამას დრო გვიჩვენებს. ამ დროისთვის კი, როგორც რუსთავი 2 ამბობს, რუსეთის ფედერაციის პირველ დიპლომატს დღეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე არ უსაუბრია.

რუსთავი 2

„რაც შეეხება კონტაქტებს პარლამენტარებს შორის, ჩვენ ამის მომხრე ვართ, უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ სხვა დონის კონტაქტებისთვისაც. ჩვენ უკვე გვაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებისა და საქართველოს პრემიერის სპეც წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კონტაქტის ხაზი და მზად ვართ სხვა ფორმატებისთვისაც, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ჩვენ ვხედავთ ამაში სარგებელს. უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და ვეძებოთ გადაწყვეტილებები. ბოლოს და ბოლოს ჩვენ მეზობლები ვართ და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ისტორიულადაც და დღესაც. ასე რომ, მივესალმებით პარლამენტარების ინიციატივას,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის ფედერაციის პირველ დიპლომატს დღეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე არ უსაუბრია და ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტი ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გადაამისამართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს.

ოკუპაციის საკითხზე ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. დიდიერეინდერსის განცხადებით, ბელგია და ზოგადად, ევროკავშირი, საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია და ამ მხრივ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეხვედრის დროს სერგეი ლავროვსა და ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, საქართველოს საკითხი არ განუხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არსებული პროცესი აქტუალური იყო. მხარეებმა პრესკონფერენციის დროსაც ნათლად დაადასტურეს, რომ ამ უკრაინის თემაზე ვერ თანხმდებიან და რუსეთსაც სანქციები სწორედ ამის გამო აქვს დაწესებული.

რას მოიმოქმედებენ ოკუპირებულ სოხუმში, რთული სათქმელია, რადგან აფხაზების უკმაყოფილება რუსეთის მიმართ იზრდება, აფხაზები, როგორც ამბობენ დაბნეულები არიან, მაგრამ ჯერ ჩუმად არიან და მეტიც, ოკუპირებულ სოხუმში ქუჩებს „რუსი მოხალისეების“ სახელს არქმევენ.

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%90/

გინდა თუ არა, მაინც გახსენდება ჟირინოვსკი, რომელიც დაჟინებით იმეორებს, რომ აფხაზეთი უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში სტატუსით „კრასნოდარის მხარის სოხუმის რაიონი“, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთმა უნდა შეუწყვიტოს ფინანსური დახმარება.

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90/

და მაინც, ცოცხლობს იმედი-ადამიანური ურთიერთობები და ისტორიები, რომლის მოსმენა და ნახვა ჩატეხილი ხიდის გამთლიანებისა და თანაცხოვრების შესაძლებლობის იმედებს გვისახავს.

ამის მაგალითია თბილისში, სამების ტაძარში აფხაზი ქალბატონიაიდა ქეცბაიას ნათლობა.

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8/

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...