Home » მთავარი » ლიეტუველი დეპუტატი – არ შემიძლია, დავეთანხმო 2020 წლის არჩევნების დადებით შეფასებას, ეს არჩევნები იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე უარესი

ლიეტუველი დეპუტატი – არ შემიძლია, დავეთანხმო 2020 წლის არჩევნების დადებით შეფასებას, ეს არჩევნები იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე უარესი

მე არ შემიძლია, დავეთანხმო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დადებით შეფასებას, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, ეს არჩევნები იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე უარესი არჩევნები, – ამის შესახებ ლიეტუველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.

მისი თქმით, მთავრობამ სარგებლის მისაღებად გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენა.

„2018 წელს მე გახლდით სადამკვირვებლო მისიის ხელმძღავნელი და საპრეზიდენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი. ამიტომ მაქვს შესაძლებლობა, ეს ორი – 2018-ის საპრეზიდენტო და 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს შევადარო. მე არ შემიძლია, დავეთანხმო 2020 წლის არჩევნების დადებით შეფასებას. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ არჩევნებს, ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე უარესი არჩევნები იყო, და ეს გახლდათ დემოკრატუიული განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი.

სწორი შედეგი იქნებოდა კოალიციური მთავრობა, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდებოდა, მაგრამ არჩევნების ღამეს მოხდა რაღაც ძალიან ცუდი – ბიულეტენების გაყალბება და ორგანიზებული ზეწოლა ამომრჩევლებზე კრიმინალური ელემენტების დახმარებით, ოპოზიციური პარტიებისა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა მარგინალიზაცია, და ბოლოს, შემაჯემებელი ოქმების გადაწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს ინსტრუმენეტბი გამოიყენა მათავრობამ, რათა სარგებელი მიეღო. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურს და არ დაიკავა ადგილები პარლამენტში“, – განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ.

Facebook Comments