Home » მთავარი » ლალი გაბისონია: სოხუმში მაინც დავბრუნდები!…

ლალი გაბისონია: სოხუმში მაინც დავბრუნდები!…

 

ამ ადამიანებს არასდროს ტოვებთ ტკივილიანი მოგონებები აფხაზეთზე, სოხუმზე…და არ ტოვებთ იმედი-დაბრუნების იმედი! თუმცა არის დღეები, როცა ყველაზე მეტად გეძალება ტკივილიც, მოგონებაც, გაბრაზებაც…ასეთია დღეა დღესაც-ტამიშის სისხლიანი ბრძოლის პირველი დღე…

ჩვენ ყოველგვარი შესავლისა და კომენტარის გარეშე გთავაზობთ ლალი გაბისონიას სტატუსს, რადგან ვიცით, რომ ყველა დევნილის და არადევნილის სათქმელი და საფიქრალია ეს, ყველას ოცნება….

-„ჩემი ბედნიერი სახლი მენატრება-სოხუმური მხიარული საღამოები, სტუმრებით სავსე სახლი-ყველა ახლობელი და საყვარელი. დედაჩემი მოფუსფუსე თავის ჩვეულ ამპლუაში. ბევრი კარგი სიმღერა,ლექსი, მოგონებები,მხიარული თავგადასავლები და ბავშვების ჟრიამული. ასეთ ზაფხულის საღამოებს უხდებოდა ჩვენი დიდ აივნიანი სახლი, რომელიც ყველას იტევდა და გულთბილი მასპინძლები, რომლებსაც ყოველთვის ჰქონდათ სითბო გულისა, კარი ღია სტუმრისთვის- მე ასეთ გარემოში გავიზარდე.

სოხუმში მაინც დავბრუნდები და ძველ ტრადიციას აღვადგენ!“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საღამოს 21 საათიდან დილის 06.00 საათამდე ცხადდება კომენდანტის საათი

საღამოს 21 საათიდან დილის 06.00 საათამდე ცხადდება კომენდანტის საათი 🎥 ტელეკომპანია GMTV 📺 სილკტვ 286 ...