You are here
ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს კრიმინალი მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა. ლანჩხუთის მერიაში ამბობენ, რომ ქურდობა სავარაუდოდ ღამე მოხდა და მხოლოდ საკვები პროდუქტები წაიღეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ერთი ადამიანია მხილებული და მას ეძებენ.

 

Comments

comments

Related posts