Home » მთავარი » ლაშა სტურუა: არა – მცოცავ ანექსია-ოკუპაციას! არა-მხოლოდ “შეშფოთება-აღშფოთებას!“

ლაშა სტურუა: არა – მცოცავ ანექსია-ოკუპაციას! არა-მხოლოდ “შეშფოთება-აღშფოთებას!“

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“ ოკუპაციის წინააღმდეგ

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ლაშა სტურუა აცხადებს, რომ ოკუპაციას ყველამ ხმამაღლა უნდა უთხრას-არა!

სტურუას განცხადებით 10 ივლისს ისინი საოკუპაციო ზოლთან რუსეთის ქმედებას გააპროტესტებენ.

-„ორშაბათს, 10 ივლისს, 14:00 საათზე – ვიკრიბებით ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის N 134 ში( სპორტ-კომპლექსის) შენობასთან. საიდანაც დავიწყებთ, მსვლელობას საოკუპაციო ზოლის მიმართულებით –
საპროტესტო აქციის (“არა – მცოცავ ანექსია-ოკუპაციას”) ორგანიზების მიზნით.
ჩვენი პროტესტი მიმართული იქნება, როგორც უშუალოდ აგრესორისადმი, ისე ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობისადმი.
– აგრეთვე “კონფლიქტების პრევენციის ჯგუფს”,
(რომელიც 11 ივლისს უნდა შეიკრიბოს) გაეგზავნება შესაბამისი მიმართვა აღნიშნული პროცესის წინააღმდეგ
(გარდა “შეშფოთება-აღშფოთებისა” ) ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით!

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
– პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა;
– ხალხის პარტია;
– პარტია – საქართველო;
– კოალიცია – ერთსულოვნება-აცხადებს მოძრაობის ლიდერი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა სტურუა თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ის ფასდაუდებელი პრეპარატია, რომელზეც….

სამეცნიერო-ფარმაცევტული კომპანია “კამელინი” სისტემატურად იღებს მადლიერი პაციენტების წერილებს, ასევე კამელინის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე ...