Home » მთავარი » ლაშა სტურუა თბილისის მერის თანამდებობაზე აპირებს კენჭისყრას და თბილისელებს დახმარებას სთხოვს

ლაშა სტურუა თბილისის მერის თანამდებობაზე აპირებს კენჭისყრას და თბილისელებს დახმარებას სთხოვს

“პროგრესულ დემოკრატების” ლიდერი  ლაშა სტურუა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის თანამდებობაზე იყრის კენჭს. ის უკვე აქედან მიმართავს თბილისელებს და დედაქალაქის პრობლემებზე კომენტარის გაკეთებას სთხოვს.

სტურუას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო საზოგადოებავ!
… როგორც იცით – მე –
“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ (ადვოკატმა) – ლაშა სტურუამ, გადავწყვიტე და შესაბამისად გავაკეთე პოლიტიკური განაცხადი იმის შესახებ,რომ – 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში – კენჭს ვიყრი – ქ.თბილისის მერის თანამდებობაზე…
…აქიდან გამომდინარე,რადგანაც ვთლი,რომ საზოგადოებაზე უკეთ ვერც დიაგნოზს დასვამს და ვერც რეცეპტს გამოწერს ვინმე, (ცალკე აღებული პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია) იმ კონკრეტულ პრობლემატიკაზე და მათი გადაჭრის გზებზე,რომლებიც აწუხებს დედაქალაქსა და მის მაცხოვრებლებს, გადავწყვიტე მომემართა თქვენთვის – საზოგადოებისათვის რათა ვითხოვო თქვენგან დახმარება…
…კერძოდ:

– გთხოვთ თუ კი არ დაიზარებთ, ამ ჩემს განცხადებაზე კომენტარების სახით დაურთოთ:
1. ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც,როგორც თბილისის მაცხოვრებლებს გაწუხებთ…
2. აგრეთვე თქვენი ზოგადი და კონკრეტული შეხედულებები, ქალაქის განვითარების შესახებ…
3. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებანი – თქვენს მიერვე დასმული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების შესახებ…

– აღნიშნულით, თქვენ დამეხმარებით მეც,როგორც თბილისის მერობის კანდიდატს,რათა ნათლად ჩამოვაყალიბო ჩვენი საყვარელი ქალაქის განვითარებისა და მასში მაცხოვრებელ თანამოქალაქეთა კონკრეტული პრობლემების მოგვარების ხედვა და რაც მთავარია დაეხმარებით საკუთარ თავსაც და საკუთარ ქალაქსაც,რათა სწორი გზით ვიაროთ ერთად და თბილისი რეალურად ვაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე ქალაქად,რომლითაც ყველა ერთად ვიამაყებთ,რადგან ამ ფორმით თანამშრომლობის შედეგად თითოეულ თქვენგანს ექნება მის აღორძინებაში შეტანილი წვლილი!

...იმედი მაქვს თქვენთან ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა!

უღრმესი პატივისცემით,
“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე,
ქ.თბილისის მერობის კანდიდატი, (ადვოკატი) – ლაშა სტურუა

აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობისათვის მზად ვარ სხვა ფორმატიტაც.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ოფისში – მის: ქინქლაძის ქ. N1/2
– (ყოფილ მალაკნების ბაზართან)
ტელ: 571 77 04 08

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...