Home » მთავარი » ლაშა სტურუა მის შესაძლო დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა

ლაშა სტურუა მის შესაძლო დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის „ კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე ლაშა სტურუა მედიას და საზოგადოებრივ ჯგუფებდ, რომლებიც მერობის კანდიდატებზე გამოკითხვას აწარმოებენ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და მოითხოვს გამოკითხვებში მის შეყვანას.

სტურუა განცხადებას ავრცელებს:

– ძვირფასო მედია-საშუალებებო და სოციოლოგიური კვლევების ორგანიზატორებო,
მე – “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე – ლაშა სტურუა, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – ა/წ – 19 მაისს – თბილისის საკრებულოს წინ გამართულ ღონისძიებაზე – ოფიციალურად წარმადგინა თბილისის მერობის კანდიდატად!
შესაბამისად კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, (იმ მკვლევარი ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისაგან, ვისაც ობიექტურობაზე პრეტენზია გაგაჩნიათ), რომ ნებისმიერი ამ ტიპის გამოკითხვისას, რომელსაც მომავალში გეგმავთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე – შეიტანოთ ჩემი სახელი და გვარი (ლაშა სტურუა) კანდიდატთა სიაში – რეიტინგის გასაზომად.

ვიმედოვნებ, რომ შემდგომში ამ ტიპის განცხადების გაკეთება აღარ მომიწევს!?.
… წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებ უფლებას
(ესა თუ ის კვლევის ჯგუფი, რომელიც ჩემი წინამდებარე განცხადების მიუხედავად – კვლავ არ მომახვედრებს თბილისის მერობის კანდიდატთა სიაში – საკუთარი კვლევის ფარგლებში) – ვამხილო, როგორც – მიკერძოებული, არაობიექტური, ასასანდო ორგანიზაცია და აღნიშნული ქმედება შევაფასო, როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი!
იმედი მაქვს მსგავსი ქმედების განხორციელება არ მომიწევს!..

პატივისცემით,
“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის”  თავმჯდომარე,
თბილისის მერობის კანდიდატი,
ადვოკატი – ლაშა სტურუა

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...