Home » მთავარი » ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად უკვე მესამედ დასახელდა. საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც  ხმის მიცემის პროცედურაში  50 514 ადამიანი მონაწილეობდა, ტალახაძემ  17 084 ხმა მიიღო.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან წელს დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია.“-განაცხადა ტალახაძემ.

მეორე ადგილი სომეხმა ძალოსანმა, სიმონ პეტროსიანმა მიიღო, მან 5 514 ხმა მოაგროვა.

ლაშა ტალახაძე ოთხგზის მსოფლიო, ოთხგზის ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ატარებს.

Facebook Comments
x

Check Also

“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი ...