Home » მთავარი » ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ტაჯიკეთში მუშაობა შეწყვიტა

ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ტაჯიკეთში მუშაობა შეწყვიტა

ტაჯიკეთში უფლებადამცველმა ორგანიზაცია“როჰი ზინდაგიმ“, რომელიც ლგბტ პირთა უფლებებს იცავს,  მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე შემოწმების ჩატარება გახდა.

როგორც ჩრდილოეთ ტაჯიკეთში მოქმედი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალბინა იშკუვატოვამ 3 ნოემბერს  რადიო თავისუფლებას განუცხადა,  „როჰი ზინდაგი“ განუწყვეტლივ განიცდიდა ზეწოლას ხელისუფლებისაგან.

ივნისში ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, რეგულარულად უნდა ჩააბაროს ხელისუფლებას ანგარიში თავისი ფინანსური ოპერაციების შესახებ. ამას ითვალისწინებს კორუფციის საწინააღმდეგო კანონი, რომელსაც ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მაისში მოაწერა ხელი. უფლებადამცველები რაჰმონს აკრიტიკებენ, რადგან ახალ კანონს მიიჩნევენ ადამანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის გამართლების საშუალებად.

რაჰმონი 1992 წლიდან დგას ტაჯიკეთის ხელისუფლების სათავეში.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი- ვირუსული ინფექციებისთვის – დაიცავი თავი!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ ...