Home » მთავარი » ლეგენდარული ადვოკატი ქეთევან ნადაშვილი ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად აირჩიეს

ლეგენდარული ადვოკატი ქეთევან ნადაშვილი ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად აირჩიეს

უხუცესი ლეგენდარულ ადვოკატი ქეთევან ნადაშვილი საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად აირჩიეს.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ , 2017 წლის 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღეს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრის არჩევის საპატიო სიგელი, და ღვთიშობლის ხატი საჩუქარად გადასცა,

ლეგენდარულ ადვოკატს ადვოკატთა კორპუსის მემატიანეს ადვოკატებისთვის საამაყო მისაბაძ კოლეგას, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირისა და ადვოკატთა კორპუსის ერთ-ერთ ღვაწლმოსილ და ღირსეულ წარმომადგენელს, უხუცეს ადვოკატს ქალბატონ ქეთევან ნადაშვილს, რომელიც 93 წელისაა და აქედან , ადვოკატთა პროფესიაში აქტიური მოღვაწეობის 66 წელს ითვლის, რადგან მას როგორც ადვოკატს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტის განვითარებაში და დღესაც აქტიურად განადრძობს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას.

როგორც, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭოს წევრმა გიორგი თევზაძემ განაცხადა , უდიდესია უხუცესი ადვოკატის ქალბატონ ქეთევან ნადაშვილის ღვაწლი საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუტის განვითარებაში, მივესალმები საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრთა ერთსულოვან გადაწყვეტილებას, უხუცესი ადვოკატის ქეთევან ნადაშვილის ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო წევრად არჩევას, ასევე ავღნიშნავ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღედ აღინიშნება, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინიციატივითა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატიც გახლდათ, ამიტომაც ყოველ წელს ამ დღეს ადვოკატთა კორპუსი როგორც პროფესიულ დღეს საზეიმოდ ავღნიშნავთ.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...