Home » მთავარი » ლეგენდარული ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე 59 წლის გახდა-ვულოცავთ! (ვიდეო)

ლეგენდარული ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე 59 წლის გახდა-ვულოცავთ! (ვიდეო)

ლეგენდარული საფეხბურთო გუნდის „დინამო თბილისის“ მცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი თენგიზ სულაქველიძე 1957 წლის 23 ივლისს დაიბადა.

დინამოში ჩატარებული 11 სეზონის (1978-1988) მანძილზე 374- ჯერ მოირგო ლურჯ-თეთრი ფორმა და 31 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. სულაქველიძე არის 1978 წლის სსრკ- ს ჩემპიონატის გამარჯვებული, 1979 წლის ბროლის თასის მფლობელი, 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი და იმავე წლის საბჭოთა ჩემპიონატის პრიზიორი. სსრკ- ს ნაკრებში ჩაატარა 55 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. არის 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის და აქედან სამჯერ პირველ ნომრად.

ვულოცავთ ბატონ თენგიზს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...