Home » კულტურა » ლეილა აბაშიძე შესაძლოა დიდუბის პანთეონში დაკრძალონ

ლეილა აბაშიძე შესაძლოა დიდუბის პანთეონში დაკრძალონ

ცნობილ ქართველ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ. პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში, ფალიაშვილის ქუჩის 33 ნომერში 10 და 11 აპრილს გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი კი 12 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, აბაშიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია ხვალ მიიღებს.

ლეილა აბაშიძე გუშინ  გარდაიცვალა.

 

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...