Home » მთავარი » ლელა ქიტესაშვილი – ვისურვებდი, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთისთვის იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი

ლელა ქიტესაშვილი – ვისურვებდი, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთისთვის იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი

ერთადერთი ვისურვებდი, თიანეთის განვითარება გაგრძელდეს და შეძლოს თამაზ მეჭიაური იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი თიანეთისთვის, – ამის შესახებ თიანეთში “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა განაცხადა. 

ქიტესაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას ელოდა.

“ბუნებრივია, ველოდი განსხვავებულ გადაწყვეტილებას. ღირსეულად მიმაჩნდა განმეორებით ჩატარებულიყო არჩევნები. ერთადერთი ვისურვებდი, რომ თიანეთის განვითარება გაგრძელდეს და შეძლოს თამაზ მეჭიაური იმაზე კარი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი თიანეთისთვის. რაც არის, არის. ქვეყნის სამსახურს ვაპირებ, სადაც არ უნდა ვიყო”, – განაცხადა ქიტესაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...