Home » მთავარი » ლერმონტოვის შთამომავლის სკანდალური განცხადება

ლერმონტოვის შთამომავლის სკანდალური განცხადება

ცნობილი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის შთამომავალმა, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა მიხეილ ლერმონტოვმა უკრაინის პრეზიდენტის გაცხადებაზე კომენტარისას პოროშენკოს „სარკეში ჩახედვა“ ურჩია.

პოროშენკომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე საუბრისას პოეტ ლერმონტოვის ლექსი მოიშველია-«Прощай, немытая Россия, страна рабов, страна господ».
ამ განცხადებაზე პოეტის შთამომავალმა კომენტარი გააკეთა.

-„ამ სიტყვების წარმოთქმისას კარგი იქნებოდა პოროშენკოს სარკეში ჩაეხედა, რადგან უკრაინა ნამდვილად გახდა ოკეანის გაღმა ვიღაც ბატონის მონა და ეს სტროფები სრულიად განსხვავებულ სარკაზმს იღებენ“

საზოგადოებრივი დარბაზის წევრმა საკმაოდ სკანდალური განცხადებაც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ლექსი მიწერილი აქვს კლასიკოსს, თუმცა ნამდვილი ავტორი უცნობია.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...