Home » მთავარი » ლექვინაძემ საია პოლიტიკურ „კეკლუცობაში“ დაადანაშაულა

ლექვინაძემ საია პოლიტიკურ „კეკლუცობაში“ დაადანაშაულა

საია-ს ე.წ. ნაზღაიძე-ჩოხელის საქმეზე ჩატარებული კვლევის შედეგებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ეხმიანება და ამბობს, რომ მიუხედავად ორგანიზაციისადმი პატივისცემისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი წევრების გარკვეული ნაწილის“კეკლუცობა“. ლექვინაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.

“მე პატივს ვცემ საია-ს, როგორც ავტორიტეტულ და გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაციას ქართულ არასამთავრობო სექტორში, თუმცა მისი წევრების გარკვეული ნაწილი გარკვეული კეკლუცობით გამოირჩევიან გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართ.

ნაზღაიძე-ჩოხელის საქმეზე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” დასკვნა უფრო ადეკვატური იყო, ვიდრე “საიას”-ს დასკვნა.
ნახეთ პრეისტორია ამ ადამიანების და მიხვდებით ვინ სად არის და რა გაგრძელება აქვს ამ ყველაფერს. ბოლო ხელმძღვანელი გამორჩეული იყო არა პროფესიული შეფასებებით, არამედ გარკვეული პოლიტიკური შეფასებებით და დღეს ის არის პრეზიდენტის აპარატში ერთ-ერთი მრჩეველი” – აცხადებს ლექვინაძე.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

საბერძნეთმა ქალი პრეზიდენტი პირველად აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი პრეზიდენტი აირჩია. 63 წლის კატერინა საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა ...