Home » მთავარი » ლექვინაძე “პოსკრიპტუმის” პასუხობს

ლექვინაძე “პოსკრიპტუმის” პასუხობს

“პოსკრიპტუმის” მიერ სკანდალური დოკუმენტის გასაჯაროვებას,  რომლიდანაც ირკვევა, რომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარეს, მოსამართლე ნატა ნაზღაიძეს, რომელმაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რამდენიმე დღის წინ მისმა ძმამ ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე ეხმიანება და ამბობს, რომ ნატა ნაზღაიძის ძმას, თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი თანხა კანონის დაცვით გადაურიცხა.

“დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც არის განხორცილებული აღნიშნული ოპერაცია სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. თანხის მოცულობა, რომლითაც განსაზღვრულია და შეფასებულია იმ ნაკვეთის 1624 კვ. მ-ის ღირებულება, რომელიც იქნა დათმობილი და ეს ნაკვეთი სტიქიური უბედურების ზონაში მდებარეობს, ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მისმა მფლობელმა მიიღო ნაწილობრივ მიწის ნაკვეთი, ეს არის დაახლოებით 515 000 ლარი და დარჩენილი სხვაობა დაახლოებით 455 000 ლარი ანაზღაურებულ იქნა საბანკო ანგარიშის საფუძველზე. ანალოგიური პროცესი, ზუსტად განხორციელდა თამაზ და მედეა ელიზბარაშვილების ქონების გამოსყიდვის შემთხვევაში”- განაცხადა ვიცე-მერმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...